6/12/2020

ლალი ბურძენიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად მშობელთა ჩართვა შეფასებისა და სწავლების პროცესში.


 კვლევის ავტორები;



 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ ჭალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ლალი ბურძენიძე,
ისტორიისა და  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მზექალა მიქაბერიძე.








შესავალი
    შეფასება სასწავლო პროცესის ერთ- ერთი მთავარი  ნაწილია,    სწორედ ის გვაძლევს საშუალებას გავცეთ პასუხი უმნიშვნელოვანეს შეკითხვებზე: რას მივაღწიეთ და რას უნდა მივაღწიოთ.  შეფასებისას   სხვა მომენტებთან ერთად გათვალისწინებული უნდა  იქნეს მშობელთა ჩართულობა მათი შვილების სწავლისა და შეფასების პროცესში.  ქვემოთ მოცემული კვლევა ეხება მშობლებისათვის მათი შვილების შეფასების სისტემისა  და სასწავლო პროცესის გაცნობის მნიშვნელობას.  მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების საქმეში. კვლევა შედგება 6 თავისაგან. პირველი თავი შეიცავს ინფორმაციას სკოლის, სამიზნე ჯგუფის შესახებ, კვლევის  მიზანს და მისი აქტუალობის დასაბუთებას  მე-2 თავი თემის შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვას. მე-3 თავი საკვლევი საკითხების ფორმულირებას. მე-4 თავი  კვლევის მეთოდების განხილვას მე -5 ფოკუსჯგუფის და ანკეტირების შედეგებს  და მონაცემთა ანალიზს მე-6 თავი  მოიცავს ინტერვენციებს , ინტერვენციების შედეგებს, დასკვნას და რეკომენდაციებს, ბიბლიოგრაფიას.




თავი 1
ინფორმაცია სკოლის შესახებ სამიზნე ჯგუფი
       პრაქტიკული კვლევა ჩატარდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში.  ჭალის პედაგოგიური საბჭო შედგება 32 წევრისაგან. მათგან 12 მასწავლებელი უფროსის სტატუსის მატარებელია .  სკოლაში სწავლობს    241  მოსწავლე. აქედან 130 დაწყებით საფეხურზე, ხოლო 111 საბაზო და საშუალო საფეხურზე. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიითა   და ინტერნეტით, თუმცა ტექნიკა მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს.  გვაქვს სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა.
   ერთ-ერთი პედაგოგიური შეხვედრის დროს   გამოიკვეთა რომ მე-7 კლასში  გვყავდა ისეთი მშობლები, რომლებიც  უკმაყოფილონი იყვნენ  შეფასებით   ამ გარემოებამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება  განგვეხორციელებინა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  მოსწავლეთა შეფასების შესახებ მშობელთა ინფორმირებულობის ხარისხის დასადგენად. პედაგოგიურ კათედრებზე  განვიხილეთ აღნიშნული საკითხი , გავინაწილეთ ფუნქციები და დავსახეთ სამოქმედო გეგმა. ჩვენი კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ჭალის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები და მშობლები.

ფუნქციების განაწილება პედაგოგებს შორის

ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგის ფუნქციები
1 კვლევის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინფორმირება
2 ანკეტირების ჩატარება მშობლებთან, მასწავლებლებთან  და  მოსწავლეებთან.
3 ინტერვენციების დაგეგმვაა და ჩატარება  ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
4 ქართულ ენასა და ლიტერატურის  მასწავლებლის მიერ ჩატარებული ინტერვენციების შეფასება .
5 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული ინტერვენციების შესახებ დასკვნის გაკეთება



ისტორიის მასწავლებლის ფუნქციები
1 საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინფორმირება პრობლემის და კვლევის ჩატარების აუცილებლობის შესახებ .
2 ფოკუსჯგუფის ჩატარება  მშობლებთან და მოსწავლეებთან და მისი შედეგების
შეფასება
3 ანკეტირების შედეგების  ანალიზი
4 ინტერვენციების ჩატარება  და შედეგების შეფასება  ისტორიაში
5 ისტორიაში ჩატარებული ინტერვენციების შესახებ დასკვნისა და რეფლექსიის დაწერა

კვლევის მიზანი
      კვლევის მთავარ საკითხს წარმოადგენს მშობელთა ინფორმირებულობის ხარისხის განსაზღვრა მოსწავლეთა შეფასების სიტემის,  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების, ცოდნისა და უნარ- ჩვევების შესახებ, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ მათი შვილები. გავითვალისწინეთ ისიც, რომ მიუხედავად, მოსწავლეთა ყოველდღიური კონტაქტისა სასკოლო შეფასების სისტემასთან, ხშირად მათაც  არ აქვთ ბოლომდე კარგად გაცნობიერებული  რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ  ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტის მიხედვით.

პრობლემის აქტუალურობის  დასაბუთება
       შეფასების  თემა აქტუალურია, როგორც სასწავლო პროცესში მისი როლის,  ასევე   გარკვეული პრობლემატურობის  გამოც.  ის  იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთა შორისაა, რომელიც   ხშირად მშობელთა   ფარული თუ აშკარა  უკმაყოფილების საფუძველი ხდება  ხოლმე.   ძალიან ბევრი პედაგოგი დამეთანხმება იმაში, რომ მშობლებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული რა მოეთხოვებათ  მათ შვილებს . ხშირად   გვსმენია ალბად,  კულუარული საუბრები ამათუიმ მშობლისაგან: „ჩემი შვილის გაკვეთილს ყოველთვის ყვება , მაგრამ სათანადო შეფასება არ აქვს’’,  დიახ, სწორედაც რომ გაკვეთილის მოყოლას მიიჩნევენ გადამწყვეტად შეფასების  საქმეში მშობლები და არცთუ  იშვიათად მოსწავლეებიც. მშობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ იცნობს შეფასების ფორმებს, მაღალ სააზროვნო უნარებს,  შეფასების სახეებს ,   მეთოდებს ,  კრიტერიუმებს ,     შეფასების სქემებს და კითხვარებს .  ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაშიც  აღმოჩნდა   აღნიშნული პრობლემა,   ეს ქმნიდა   არასათანადო კომუნიკაციის საფრთხეს მშობელსა და მასწავლებელს შორის, რაც ხელს შეუშლიდა ჯანსაღი სასწავლო პროცესის წარმართვას.  მშობელს, რომელიც ფიქრობს რომ მის შვილს ნიშანს აკლებენ, ვერ ექნებოდა კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა სკოლასთან. ეს კი ხელს შეუშლიდა ბავშვების აკადემიურ  წარმატებებსა და  მასწავლებლებისადმი  მათ დადებით  განწყობას.
    მშობლის როლი მოსწავლის სწავლების და შეფასების საქმეში ძალიან დიდია, ჩვენი მოსწავლეები სკოლაში ოჯახებიდან მოდიან და მშობლები არიან ის ადამიანები, რომელთა აზრს და დამოკიდებულებებს მოსწავლეებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვთ. ისინი დიდი როლს თამაშობენ თავიანთი შვილების წარმატებაში.  რაც უფრო ინფორმირებულია მშობელი სასწავლო პროცესის ნებისმიერი საკითხის შესახებ, მით უფრო ეფექტურად თანამშრომლობს სკოლასთან, მასწავლებელთან  და მით უფრო მეტად უწყობს ხელს თავისი შვილის აკადემიურ წარმატებას.
     მშობელთა გაცნობიერებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება სასწავლო პროცესისადმი  დიდ ნაწილად სწორედ პედაგოგების მონდომებაზე არის დამოკიდებული. რამაც გადაგვაწყვეტინა ამ კვლევის ჩატარება  და მისი შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმა. ჩვენს ამოცანას პირველ რიგში მშობელთათვის სკოლის „სამზარეულოს“ (ეროვნული სასწავლო გეგმა, შეფასების სისტემა, მშობელთა ჩართულობის რილის) უფრო ახლოს გაცნობა და ამ გზით სწავლის პროცესში მათი უფრო გაცნობიერებული ჩართვა და მოსწავლეებს , პედაგოგებსა და მშობლებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება იყო, რომელიც საბოლოო ჯამში კეთილისმყოფელად უნდა ასახულიყო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ზრდაზე.
   მეშვიდე კლასელების ასაკობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ  ბავშვისათვის  საკუთარ თავზე დადებითი შეხედულებების ჩამოყალიბებას, საკუთარი წარმატებულობის განცდა,   უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  ამ პერიოდში მშობელთა აქტიური და, რაც მთავარია გაცნობიერებული  ჩარევა მათი სწავლის პროცესში მოსწავლეს გაუჩენს საკუთარი მნიშვნელოვნების განცდას და გაუზრდის მოტივაციას -გაამართლოს მშობელთა მოლოდინი , ადვილად გადაალახვინებს დაბრკოლებებს  და საბოლოო ჯამში მომდევნო კლასებში უკეთესი სწავლისა და კომუნიკაციისათვის შეუქმნის საფუძველს .






თავი 2
ლიტერატურის მიმოხილვა

       მოზარდობის ასაკის კრიზისი დაკავშირებულია  საკუთარი იდენტობის ძიებასა  და აღმოჩენასთან , რომელიც გულისხმობს პასუხის გაცემას კითხვებზე   ვინ ვარ მე? , რამდენად  ვარ საჭირო ადამიანი ? ერიკ  ერიკსონის აზრით „ამ კრიზისის გადაწყვეტა ინდივიდს საკუთარი პიროვნების მთლიანობის განცდის ჩამოყალიბებაში ეხმარება,  წარუმატებლობა კი, შესაბამისად საკუთარ თავზე, როგორც არამყარი ბირთვის მქონე პიროვნების შესახებ, წარმოდგენის მიზეზი ხდება“.  მშობლების თანადგომა სწავლაში წარმატების მიღწევის საქმეში, მასწავლებლის  და მშობლის ეფექტური კომუნიკაცია ხელს შეუწყობს მოზარდს ამ კრიზისის დაძლევაში . რათქმაუნდა   იმის განცდა, რომ არასათანადოდ აფასებენ, მოზარდს ზიანს მიაყენებს  და დაბალ თვითშეფასებას გაუჩენს, სწორედ ამიტომაა საჭირო მშობლები საქმის ყურში იყვნენ და გაცნობიერებულად ერეოდნენ მოსწავლის სწავლის პროცესში. . როდესაც მშობელსა და მასწავლებელს შორის  კარგი ურთიერთობები და ნდობის განწყობა ყალიბდება,  მათ აქვთ საშუალება  ერთად იმუშაონ მოზარდის წინაშე მდგარი ამოცანების და სირთულეების გადაწყვეტად., ზუსტად განსაზღვრონ  და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ და დააყენონ მოთხოვნები ბავშვის წინაშე, რაც აუცილებლად განაპირობებს წარმატებას.  მასწავლებელი და მშობელი მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან .  ჯონ საფაიერი, თანამედროვე პედაგოგიკის ცნობილი წარმომადგენელი ამბობს :“ არაფერი განაპირობებს მოსწავლის ქმედებებს ისე ძლიერად, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მკაფიო მოთხოვნები“. კარგი მასწავლებელი  პედაგოგიკის სიბრძნეში არა მხოლოდ მოსწავლეს, მშობელსაც უნდა ახედებდეს , რადგან ორივეს მშობელსაც და მასწავლებელსაც ერთი ფუნქცია აქვთ: ბავშვის აღზრდა  . შეფასების სისტემაში მშობელთა გარკვევა ეს იგივეა, რაც ის, რომ მოსწავლეს სწავლა სწავლების სტრატეგიები ასწავლო. როგორც ამბობენ:  ისეთი მოსწავლეები, რომელთაც ეს სტრატეგიები იციან, კარგი მოსწავლეები არიან.  ჩვენ მივიჩნევთ რომ ის მშობლები, რომელთაც შეფასების თანამედროვე სისტემა იციან, კარგი შემფასებლები და მრჩეველები არიან თავიანთი შვილებისათვის , რაც აღრმავებს ნდობას მშობელსა და შვილს შორის და ხელს უწყობს მოზარდის პიროვნულ  ზრდას და წარმატებას,.
   თანამედროვე პედაგოგიკა მოსწავლეთა შეფასების შესახებ  მასწავლებლისათვის  ინფორმაციის მიწოდებისას ერთ - ერთს, რის გათვალისწინებას აუცილებლად მიიჩნევს , ეს არის მშობლის ჩართვა მოსწავლის სწავლის პროცესში (კომუნიკაცია)  მასწავლებელთა გზამკვლევში ნათქვამია :  „შეფასების მიზანია იმის
გარკვევა,  რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე. აუცილებელია გავითვალისწინოთ :

მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;

მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;

სწავლების  კონკრეტული მეთოდიკის  ეფექტიანობის  შემოწმება

სასწავლო პროცესში მოსწავლის შეფასება;

მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში (კომუნიკაცია).“3


მშობელს, რომელიც ძირეულად, არ იცნობს შეფასებას, გაუჭირდება იმის დადგენა, რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი და რამდენად კარგად სწავლობს მისი შვილი.

   მშობელთა ურთიერთობა შვილებთან, რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო რთული ხდება,  თანამედროვე საზოგადოება მარტივად ვერ აუვლის გვერდს შვილისა  და მშობლის ურთიერთობებისას ფსიქოლოგიას. სერიოზული დახმარება მშობლებს შვილების აღზრდაში გაუწია თავის დროზე თომას გორდონის წიგნმა: “როგორ გავხდე კარგი მშობელი“, რომელიც მშობელს, რომელიც მას გაეცნობა, საშუალებას აძლევს სამუდამოდ დაივიწყოს პრობლემები შვილებთან. თომას გორდონი  თავის წიგნში „როგორ გავხდე კარგი მშობელი“ წერს, :“ მშობლებს ადანაშაულებენ მაგრამ არ ასწავლიან“. დიახ ,ხშირად გვესმის საყვედურები, იმის  თაობაზე, რომ ბავშვები ცუდად არიან აღზრდილნი, მაგრამ არავინ იძლევა კვალიფიციურ რჩევას თუ როგორი სტრატეგიებით შეიძლება შვილებთან ურთიერთობის მოგვარება; გამონაკლისს წარმოადგენს თავად გორდონი . მასწავლებლებს შეუძლიათ ისწავლონ მისი სახელმძღვანელოდან, ასევე შეუძლიათ ისწავლონ მშობლებმა ., მთავარი, რა თქმა უნდა, გორდონთან შვილებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციაა,  ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეცნო მშობლებისათვის ეს სახელმძღვანელო   და გვერჩია  მისი  წაკითხვა.
   აქვე  კვლევის ავტორებს გვსურს   მოვიყვანოთ ანა  ჯანელიძის  სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნებული  2017წლის 13 ოქტომბერს ინტერნეტგაზეთ -ში
 „მშობლებთან ურთიერთობა, საბავშვო ბაღისა თუ სკოლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, მათთან დიალოგი და კონსენსუსი განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და განათლების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“1. მშობელლები არ არიან ერთგვაროვანნი , ისინი განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ ყველა მშობელს  ,როგორც არუნდა საწინააღმდეგო ამტკიცონ , ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, სურს საუკეთესო საკუთარი შვილისთვის. ამიტომ მასწავლებელმა უნდა მოძებნოს ნდობისა და  თანამშრომლოის გზა მშობელთან. მშობელთა ჩართულობის გზაზე პირველი ნაბიჯი მშობელთა განსხვავებული პერსპექტივების აღიარება, პატივისცემა და მათზე რეფლექსია
 
  რეფლექსიის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია გავაცნობიეროთ, რომ ყველა მშობელს შეუძლია ხელი შეუწყოს საკუთარი შვილის განვითარებას, სწავლასა და წარმატებას. ბავშვის ხელშეწყობა ოჯახურ გარემოში ბუნებრივია, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე მეცადინეობის დროს დახმარებას. შესაძლოა, რთულია, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მშობლის შესაძლებლობების შემჩნევა და წახალისება ბავშვის ერთობლივი აღზრდისა და განათლების პროცესში. იყო მასწავლებელი, გარკვეულწილად ნიშნავს იყო სოციალური აქტივისტი, რომელსაც სჯერა თითოეული ადამიანის შესაძლებლობების და პოტენციალის, ინდივიდების გაძლიერების გზით უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის და მისგან ყველაზე განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებთან ცდილობს დიალოგსა და ერთობლივი მშვიდობიანი სამოქმედო ველის შექმნას, ამიტომ, მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მშობლის თანასწორ პარტნიორად მიღება. მშობლების მონაწილეობა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ამარტივებს ურთიერთობებს და აყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას, აძლიერებს კავშირებს სახლსა და სკოლას/ბაღს შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და სკოლას/ბაღს შორის, სკოლას/ბაღსა და ადგილობრივ თემს შორის,. და ბოლოს, მშობლებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, პრინციპულია გვახსოვდეს, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი, როგორც პროფესიონალების პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ მშობელთან შეიძლება კონტაქტი „რთული“ აღმოჩნდეს, მიუხედვად მშობლის სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ოჯახური მდგომარეობისა, განათლებისა და შემოსავლისა.  მასწავლებლის მოვალეობაა თითოეულ მშობელთან ინდივიდუალურად კავშირის დამყარება.
რატომ არის მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანი?
ფორმალურ განათლებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე არგუმენტები უხეშად შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ინსტრუმენტული და უფლებრივი. ინსტრუმენტული ხედვა მშობლის მონაწილეობას მნიშვნელვნად მიიჩნევს, ვინაიდან ეს ემსახურება ბავშვის განვითარებისა და სწავლის უკეთესი შედეგების მიღწევას. ამ არგუმენტებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ე.წ. „მშობელთა პედაგოგიზაციის“ ცნებაც, რაც გულისხმობს შესაბამისი ცოდნის არმქონე მშობლების განათლებას ბავშვის აღზრდისა და სწავლის „მეცნიერულ ჭეშმარიტებებზე“. უფლებრივი პერსპექტივა მშობელს თანაბარ მონაწილე მხარედ მიიჩნევს და მშობელთა ჩართულობას მოიაზრებს როგორც დემოკრატიული მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ხარისხიანი განათლების განუყოფელ ნაწილს. გთავაზობთ ძირითად არგუმენტებს მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ:
მშობლები ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან; ამასთანავე, ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, გვეხმარებიან უკეთ გავიცნოთ ბავშვის უშუალო სოციალური და კულტურული გარემო, მისი ტემპერამენტი და პიროვნული მახასიათებლები.
ბავშვები ცხოვრობენ რამდენიმე პარალელურ სივრცეში – ოჯახში, თემში, სკოლამდელ დაწესებულებაში/სკოლაში. მშობელთა ჩართულობა უზრუნველყოფს ამ სივრცეების ერთიან სიბრტყეში მოქცევას, ისე რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ ერთი გარემოდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვა „სივრცეს“ აერთიანდებდეს საერთო ღირებულებები და ბავშვების მიმართ არსებული მოლოდინები თანამიმდევრული იყოს.
მშობლებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის კეთილდღების გაუმჯობესებაში.
ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზე – ბავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე, ბაღის/სკოლის ადმინისტრაციაზე და თემზე; ოჯახის ჩართულობა არ მოიაზრებს მათ მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებში და მშობელთა კრებებში- ჩართულობა ნიშნავს კომუნიკაციას მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმებით, მათთან მუდმივ დიალოგს და თითოეული ბავშვის ოჯახისა და კულტურის გათვალისწინებას საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესში.
მშობლებთან თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და მოიაზრებს მშობლობის მხარდაჭერას შინ (აღზრდა, ზრუნვა, განათლება) და განათლების პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებას საბავშვო ბაღში/სკოლაში. ორმხრივი პროცესი გულისხმობს რომ ყველა მხარე – ბავშვები, ოჯახები, პროფესიონალები და ადგილობრივი თემი – განათლების და სოციალიზაციის თანამონაწილე და მიმღებია.
მშობლების/ოჯახის ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. საბავშვო ბაღები და სკოლები იმ იშვიათ საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს, სადაც განსხვავებული კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნოსისა და შესაძლებლობების ბავშვები და უფროსები ერთ სივრცეში მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბუნებრივად ატარებენ სოციალური ინკლუზიის და დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობის პოტენციალს არა მხოლოდ მიკრო დონეზე (ბაღი, სკოლა), არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

პროექტის ვადები29.12.2017.----14.06.2018
თებერვალი ფოკუსჯგუფი, გამოკითხვა,  მარტი--ინტერვენციების დაგეგმვა, აპრილი მაისი ივნისი ინტერვენციები 14 ივნისი პროექტის პრეზენტაცია

თავი 3

საკვლევი კითხვების ფორმულირება

რამდენად კარგად იცნობენ  მშობლები მათი შვილების შეფასების სისტემას ?
 იციან თუ არა მათ რას ვაფასებთ  და როგორ ვაფასებთ ?
  ენდობიან თუ არა მშობლები  ყოველთვის მასწავლებლებს  შეფასებაში ?
რამდენად კარგად ესმით  შეფასების მნიშვნელობა თავად ჩვენს მოსწავლეებს ?
რამდენად მაღალია მოსწავლეთა თვითშეფასებისა  და  ურთიერთ შეფასების უნარები?
 რამდენად აქტიურად არიან  მშობლები ჩართული მათი შვილების სწავლის პროცესში?
სურთ თუ არა მშობლებს  უფრო უკეთ იცნობდნენ სასწავლო პროცესს და შეფასებას ?
სურთ თუ არა  იყონ   სასწავლო პროცესის უფრო აქტიური მონაწილენი ,  რათა  მეტი  წვლილი შეიტანონ  თავიანთი შვილების აკადემიურ წარმატებასა და  მორალურ განვითარებაში?
რამდენად ეფექტური იქნება  მშობელთა მონაწილეობა ჩვენ მიერ დაგეგმილ ინტერვენციებში?
შეაფასებენ თუ არა მშობლები ამ ინტერვენციების შედეგად თავიანთი შვილების ძლიერ და სუსტ მხარეებს?
გახდებიან თუ არა ისინი  მასწავლებელთა პარტნიორები მათი შვილების აკადემიური უნარების გაუმჯობესების საქმეში ?
შევძლებთ თუ არა უნდობლობის გაქრობას?
შევქმნით თუ არა საფუძველს  ჩვენს მიერ დაგეგმილი ინტერვენციების ჩატარების შემდეგ მშობლებს ,მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის?

  ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხები გვინდა  მივიღოთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ და ეფექტური გავხადოთ კომუნიკაცია მშობელს, მასწავლებელს, მოსწავლესა და სკოლას შორის.


თავი4
 კვლევის მეთოდების განხილვა

კვლევის მეთოდად ავირჩიეთ  ფოკუსჯგუფი  და ანკეტირება  (ანონიმური)
 ფოკუსჯგუფი   არაფორმალიზებული       ინტერვიუა და  მეტად ქმნის  თავისუფლებისა  და ნდობის ატმოსფეროს,  ვიდრე  ფორმალური  ინტერვიუ. ამ დროს  შეკითხვებზე პასუხობენ,  მაგრამ არასისტემატიზებურად,   არამედ სტიქიურად .     ინტერვიუს წარმმართველმა უნდა გამოიწვიოს გულწრფელობა , შექმნას  თავისუფალი  ატმოსფერო, რაც   გულწრფელობისაკენ უბიძგებს ფიკუსჯგუფის წევრებს,  ისინი ადვილად იხსნებიან და  გულწრფელად საუბრობენ., კამათობენ . აქ როგორღაც ნათქვამს კოლექტიური სახე აქვს,  თითქოს პასუხისმგებლობა ნათქვამზე  მთელ ჯგუფზეა განაწილებული,  რაც ხელს უწყობს იმას, რომ  ადამიანები უფრო იხსნებიან, ამიტომაც ავირჩიეთ კვლევის ეს ფორმა.
 „ინტერვიუსთან შედარებით, ფოკუსჯგუფს ის უპირატესობა აქვს, რომ რამდენიმე
ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი, ვინც განსაკუთრე-
ბული გულახდილობით გამოირჩევა. ამან კი შეიძლება წაახალისოს დანარჩენებიც,
რომ გულახდილად ისაუბრონ. ამასთანავე, ფოკუსჯგუფის დროს რესპონდენტები
უფრო თამამები და თავდაჯერებულები არიან.
ეს მეთოდი მასწავლებელს საშუალებას აძლევს:
თვალი ადევნოს, თუ როგორ ყალიბდება მონაწილეთა აზრები;
დაფიქრდეს, რატომ აქვთ ამა თუ იმ საკითხზე სწორედ ასეთი მოსაზრება და არა
სხვაგვარი;
- სხვა თვალით დაინახოს ესა თუ ის საკითხი;“
მასწავლებელთა გზამკვლევი N2

  კვლევის მეორე სახე, რომელიც გამოვიყენეთ ეს იყო ანკეტირება. ანკეტირებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და  მშობლები, ის, რა თქმა უნდა, ანონიმური იყო და ვიმედოვნებდით, კიდევ უფრო გულწრფელად დაწერდნენ თავიანთ მოსაზრებებს, როგორც მშობლები, ასევე მოსწავლეები. წერილობითი გამოკითხვა , ანუ ანკეტირება .  ფორმალიზებული ინტერვიუს სახეა, განსხვავება ის არის, რომ მასში კითხვის დამსმელი არ მონაწილეობს,  მას არ შეუძლია  დამაზუსტებელი  კითხვების დასმა. .ძირითადად გამოიყენება დახურული კითხვები, თუმცა ჩვენ ანკეტირებაში იყო ღია ტიპის კითხვებიც და იმის საშუალებაც, რომ მშობლებს რაიმე რჩევა მოეცათ.
  მართალია ანკეტირებას აქვს თავისი ნაკლი, მას არ ახასიათებს თვისობრიობა და სიღრმე , მაგრამ სამაგიეროდ რაოდენობრივი მონაცემებისათვის ეს შეუცვლელი მეთოდია და რადგანაც ჩვენ კვლევაში რაოდენობრივი მხარეც მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა,   გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა.
    ინტერვენციების მზადების პერიოდში გამოყენებული იყო შერჩევითი დაკვირვება, მიზანი იყო ერთი:  დაგვენახა რამდენად უფრო  მოტივირებულები იქნებოდნენ მოსწავლეები, კარგად შეესრულებინათ მათ მიერ შერჩეული დავალებები , რომლებიც მათ მშობლებს უნდა ენახათ და შეემოწმებინათ.

თავი 5
მონაცემთა ანალიზი
       ფოკუსჯგუფი გვქონდა მშობლებთან და მოსწავლეებთან. მოხდა მათი ჩაწერაც კი შეკითხვები იყო იგივე, რაც კვლევის მთავარ შეკითხვებად დავასახელეთ,    საჭიროებისამებრ ვცვლიდით შეკითხვებს.. მშობელთა და მოსწავლეთა აზრების დასაზუსტებლად. მთავარი შეკითხვები იყო:  რამდენად კარგად იცნობენ  მშობლები მათ შვილების შეფასების სისტემას ? იციან თუ არა მათ რას ვაფასებთ  და როგორ ვაფასებთ ? ენდობიან თუ არა მშობლები  ყოველთვის მასწავლებლებს  შეფასებაში ? (მოსწავლეები?)რამდენად კარგად ესმით  შეფასების მნიშვნელობა თავად ჩვენ მოსწავლეებს ? რამდენად მაღალია მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარები? არიან თუ არა მოსწავლეები ორიენტირებული ნიშანზე? რამდენად აქტიურად არიან  მშობლები ჩართული მათი შვილების სწავლის პროცესში? სურთ თუ არა მშობლებს?( მოსწავლეებს   უფრო უკეთ იცნობდნენ სასწავლო პროცესს და შეფასებას ?სურთ თუ არა  იყონ   სასწავლო პროცესის უფრო აქტიური მონაწილენი ,  რათა  მეტი  წვლილი შეიტანონ  თავიანთი შვილების აკადემიურ წარმატებასა და  მორალურ განვითარებაში?(
         ფოკუსჯგუფმა აჩვენა რომ მოსწავლეები ძირითადად მიიჩნევენ, რომ კარგად იცნობენ სასკოლო შეფასების სისტემას  „ რა თქმა უნდა, ვიცნობთ“ „როცა გაკვეთილს ვყვები, დამთავრებამდე ვიცი რას დამიწერს მასწავლებელი“ „ ნიშნები ნახვა არც მინდა, ისე ვხვდები რა გამომყვება სემესტრში’. “როდესაც დავსვი შეკითხვა ნიშნები მხოლოდ გაკვეთილის მოყოლაში იწერება თუ მაღალ სააზროვნო უნარებიც აუცილებელია მეთქი, ნაწილი ბავშვებისა ამბობდა ‘მთავარი გაკვეთილის მოყოლაა და შემაჯამებელიო“ „დავალებას ხომ სულ ვწერო  ამბობდა მეორე. მათივე სიტყვებიდან გამომდინარე იკვეთებოდა  რომ ისინი  იცოდნენ ასევე შეფასების რუბრიკების მიხედვით მათი შეფასების სისტემაც  და წარმოდგენა არ ქონდათ განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე, თუმცა,  ნიშნის გარეშე შეფასებას  დიდ მნიშვნელობას  არ ანიჭებდნენ  „ ნიშნის გარეშე შეფასება ? , რა აზრი აქვს? “ასეთი შეკითხვაც დასვეს მათ.
       ფოკუსჯგუფმა  მშობლებთან გამოკვეთა ის, რომ მართალია თავიანთი  შვილების შესაძლებლობებს იცნობდნენ და მასწავლებლებსაც  ენდობოდნენ ( დიდი უმრავლესობა ), მაგრამ ნაწილს მაინც ქონდა უკმაყოფილების გრძნობა:   „ჩემი შვილი დავალებას სულ წერს, გაკვეთილს ყვება, მაგრამ მაღალი ნიშანი მაინც არ აქვს ერთი-ორ საგანშიო“   „ ნიშანი შედარებით უნდა იწერებოდეს,  ზოგი სულ რომ არ ყვება გაკვეთილს და დავალება არ მოაქვს, იმასაც ექვსი და ჩემ შვილსაც, რომელიც სულ წერს დავალებს, რატომ უნდა ეწეროთო“ გამოიკვეთა ის, რომ პროფესიულ დონეზე ისინი ვერ აფასებდნენ თავიანთ შვილებს  და სურვილი  ქონდათ უფრო კომპეტენტურები ყოფილიყვნენ ამ საკითხში,  „რომელ მშობელს არ უნდა რომ უფრო მეტი დრო დაუთმოს შვილს“ „მთავარი მისია მაინც თქვენ გაქვთ , მასწავლებლებს“
 შერჩევითი დაკვირვების პროცესში ინტერვენციების მომზადებისას  ვინიშნავდით ინ ფრაზებსა და მოსაზრებებს ,  რომლებიც სხვადასხვა ახლად წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტისას აყალიბებდნენ მოსწავლეები, შესამჩნევი იყო გაცილებით მეტი მონდომება და ამაღლებული  მოტივაცია, აშკარა იყო,  ეს  იმ მოლოდინით იყო განპირობებული, რომ მათი შემფასებლები მშობლები უნდა ყოფილიყვნენ.











ანკეტირების შედეგები
   ახლა კი უნდა გავაანალიზოთ რა მონაცემები გვაქვს მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ანკეტირების შედეგად: იცნობთ თუ  არა ეროვნული სასწავლო გეგმის იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ თქვენი შვილები?




 თვლით თუ არა რომ თქვენი შვილები მხოლოდ იმის მიხედვით უნდა ფასდებოდნენ თუ რამდენად ხშირად და კარგად ყვებიან გაკვეთილს ?
შეკითხვა რამდენად ხშირად იღებენ  განმავითარებელ  კომენტარს   თქვენი შვილები?


 შეკითხვაზე  ობიექტურია თუ არა  შეფასება, რომელსაც იღებენ თქვენი შვილები?




ხართ თუ არა სრულად ჩართული თქვენი შვილის სწავლის პროცესში?


მშობლები შეკითხვაზე მოსწავლეები ფასდებიან მხოლოდ ცოდნით თუ მაღალი სააზროვნო უნარებითაც ?


არის თუ არა შეფასება ნიშნით საჭირო ?

    მშობელთა 100% თვლის რომ  მეტად უნდა იყოს ჩართული თავისი შვილის სასწავლო პროცესში  უფრო კარგად უნდა იცნობდეს შეფასების სისტემასა და ეროვნულ სასწავლო გეგმას.










    მიგაჩნიათ თუ არა რომ მხოლოდ იმის მიხედვით უნდა ფასდებოდეთ  რამდენად კარგად და ხშირად ყვებით გაკვეთილს ?





 შეკითხვაზე აქვთ თუ არა დამსახურებულზე დაბალი ნიშანი




შეკითხვაზე რამდენად ხშირად იღებთ განმავითარებელ  შეფასებას
ეხმარებათ თუ არა მასწავლებლის კომენტარი შეფასებაში?
აქტიურად არიან თქვენი მშობლები ჩართული თქვენი სწავლის პროცესში?
 მოსწავლეთა 100% მიიჩნევს რომ მისთვის მნიშვნელოვანია მშობლის აზრი და უნდა რომ მისი მშობელი უკეთ იცნობდეს შეფასების სისტემას და უფრო აქტიურად იყოს ჩართული მის სასწავლო პროცესში

     შეკითხვაზე მშობლები აკისრებენ თუ არ ნიშანს მისი შვილის სწავლებისათვის უკეთესი სტრატეგიის  დაგეგმვის ფუნქციას?


შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელია თუ არა  მათთვის მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში






ყოფილა  თუ არა თქვენი, ან თქვენი კოლეგის პედაგოგიურ პრაქტიკაში ,   ნიშნით უკმაყოფილი მშობელი?

შეკითხვაზე რამდენად არიან ინფორმირებულები მშობლები იმის, შესახებ თუ რა მოეთხოვებათ მათ შვილებს.
?

შეკითხვაზე არის თუ არ საჭირო რომ  მშობლები ძირეულად იცნობდნენ შეფასების სისტემას








მასწავლებელთა 100% თვლის რომ საჭიროა მშობელთა მეტი ჩართულობა მათი შვილის სწავლის პროცესში



ანკეტირების მონაცემთა  ანალიზი

        მშობელთა ანკეტირებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები იმის თაობაზე, რომ მათ სათანადოდ არ იციან  რაში და როგორ ფასდებიან მათი შვილები, დიდი ნაწილი თვლის რომ ისინი იმის მიხედვით უნდა ფასდებოდნენ, თუ როგორ ყვებიან გაკვეთილს,( და არა მაღალი სააზროვნო უნარებითა და სხვა უნარ- ჩვევებითაც)    მშობლების 40% აქვს განცდა იმისა,  რომ (ზოგიერთ საგანში მაინც) მათი შვილის შეფასება ბოლომდე ობიექტური არ არის;  ამავე დროს ყველა მათგანს აქვს სურვილი უფრო მეტი იცოდეს თავის შვილის შეფასების სისტემაზე და შესაბამისად  მეტად იყოს  ჩართული შვილის სასწავლო პროცესში   (შეძლებისდაგვარად)
     მოსწავლეთა ანკეტირებამ  დაგვანახა რიმ მოსწავლეებს კარგად არ ესმით თავიანთი შეფასების სისტემა  , ყოველთვის ობიექტურად არ მიიჩნევენ დაწერილ ნიშანს,  ყველა მათგანი არ თვლის რომ ეხმარება განმავითარებელი კომენტარი წინსვლაში, ასე რომ კვლევამ ამ მიმართულებით  გამოკვეთა როგორც მოსწავლეთა , ასევე მასწავლებელთა საჭიროებები.
    მასწავლებელთა ანკეტირების შედეგებიდან გამოდინარე მშობელთა დიდი უმრავლესობას  არ ესმის ნიშნის მნიშვნელობა მოსწავლეთა პროგრესისათვის., მშობელთა ნაწილს მხოლოდ ნაწილობრივ ესმით თუ  რ ა მოეთხოვებათ  მათ შვილებს,   მასწავლებელთა ნახევარი ამბობს რომ მას ან მის კოლეგას ყოლია ნიშნით უკმაყოფილო მშობელი .   მასწავლებელთა  ნახევარი მიიჩნევს რომ საჭიროა მშობელი იცნობდეს მოსწავლის შეფასების სისტემას, ხოლო დანარჩენი ნახევარი მიიჩნევს რომ სასურველია, ,მაგრამ არა არის აუცილებელი . გამოკითხულთა 100% მიიჩნევს რომ მშობელთა ჩართულობის გაზრდა აუცილებლად გაზრდის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას . მონაცემთა ანალიზის შემდეგ შევიკრიბეთ კათედრაზე და  მასწავლებლებს გავაცანით  შედეგები.  გადავწყვიტეთ, რომ ღირდა ინტერვენციების დაგეგმვა და ჩატარება.

 ინტერვენციების დაგეგმვა

     დავინახეთ ,რომ  საქმე მშობელთა და ,მოსწავლეთა ნაკლებ ინფორმირებულობასთან გვქონდა, დავგეგმეთ პრეზენტაციები მშობელთათვის  სხვადასხვა მიმართულებით:
ეროვნული სასწავლო გეგმის გაცნობა ისტორიაში და  ქართულ ენასა და ლიტერატურაში
შეფასების ზოგადი სისტემის გაცნობა.
შეფასების  სახეების და სქემების გაცნობა ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
საუბარი მშობელთ მონაწილეობასა და როლზე სწავლისა და   სწავლების პროცესში

კლასგარეშე ღონისძიებების  ჩატარება,  რომლის შეფასებასაც მშობლები შეძლებდნენ  ჩვენ მიერ მომზადებული პრეზენტაციასა  და საგანგებოდ მიწოდებული ლიტერატურის  გაცნობის შემდეგ.
ჩავატარეთ გაკვეთილები მშობელთა დასწრებით.
გავაცანით ბლუმის  ტაქსონომია
პერსონალურად ყველა მშობელს მივეცით საინფორმაციო მასალა შეფასებაზე და იმ მოთხოვნებზე, რომელიც მათ ჰქონდათ  ქართულსა და ისტორიაში  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
დავგეგმეთ  კლასგარეშე სასწავლო  აქტივობები,   სადაც შემფასებლები უნდა ყოფილიყვნენ მშობლები  და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებითა და შეფასების სქემით შეეფასებინათ თავიანთი შვილები.
გადავწყვიტეთ გაკვეთილებზე მეტი დრო დათმობოდა შეფასების დასაბუთებას , გამოყენებული უნდა ყოფილიყო თვითშეფასების და ურთიერთ შეფასების სქემები და კითხვარები,. შეფასების რუბრიკები ,რომლებიც მოსწავლეთა მონაწილეობით მიიღებოდა ან წინაწარ იქნებოდა ნაჩვენები ბავშვებისათვის.
გადავწყვიტეთ ხშირად გაგვეკეთებინა  განმავითარებელი კომენტარი
გაგვეზიარებინა კვლევის  შედეგები  კოლეგებისათვის




                                       ინტერვენციები
ქართული ენასა და ლიტერატურაში
1 დავგეგმე და განვახორციელე   პრეზენტაცია    თემაზე:  შეფასება საბაზო საფეხურზე ქართულ ენასა და  ლიტერატურაში.
 გავაცანი  მშობლებს მაღალი სააზროვნო უნარები.
2 დავგეგმე  და განვახორციელე შეხვედრა მშობლებთან, სადაც ვისაუბრეთ მათი შვილების ასაკობრივ თავისებურებებზე, მოზარდთა    ფსიქოლოგიაზე და მშობელთა ჩართულობის როლზე მათი წარმატების საკითხში.
3  დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილები, რომლებსაც დაესწრნენ (რიგრიგობით)  მშობლები, სულ 8 გაკვეთილი.( სადაც ჩვეულებრივზე მეტი  დრო  დავუთმე  შეფასებას  და თვითშეფასებას )
4 კონკურსი „ჩვენ ვიცნობთ აკაკის“, (ლექსის გარჩევა, მხატვრული კითხვა, მცირე ესე ახლად შეთავაზებულ თემაზე,  ფაქტობრივი მასალის ცოდნაზე ორიენტირებულ შეკითხვებზე პასუხი)  სადაც მოხდა მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის  და მოსწავლეთა ინდივიდუალური  შეფასება   მშობლების მიერ.
5  განვახორციელე  პროექტი  ქართულ ენასა და ლიტერატურაში  „ისტორია, რომელიც ლექსებში ცოცხლობს“.  პროექტი უნდა მოემზადებინა თავად მოსწავლეებს,  ის ითვალისწინებდა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე დოკუმენტური ( ისტორიული ინფორმაციისა და შესაბამისი ლიტერატურული მასალის( ლექსების) მოძიებას  და ღონისძიების სახით მშობლების წინაშე წარმოდგენას.  თითოეული მოსწავლე მასში თავისი ისტორიითა და ლექსით იქნებოდა წარმოდგენილი, შეფასებისათვის მნიშვნელობა ჰქონდა  ლიტერატურული და მხატვრული მასალის შესაბამისობას,  მოსწავლის ოსტატობას დაესაბუთებინა ამ მოვლენის აქტუალობა,   ლექსის მხატვრულად წაკითხვის უნარს, მასალის მოძიებისა  და თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს .

 
6 შეხვედრა მშობლებთან, სადაც  გვინდოდა ერთხელ კიდევ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის განხორციელებული  ღონისძიებების შედეგები. ინტერვენციების  შედეგების  წარმოდგენა  კოლეგებთან.














ინტერვენციები
ქართული ენასა და ლიტერატურაში
1 დავგეგმე და განვახორციელე   პრეზენტაცია    თემაზე:  შეფასება საბაზო საფეხურზე ქართულ ენასა და  ლიტერატურაში. გავაცანი  მშობლებს მაღალი სააზროვნო უნარები.( ბლუმის ტაქსონომია) ვესაუბრე მოზარდობის ასაკის თავისებურებებზე, დავურიგე მოკლე , მათთვის ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები, მოკლე კონსპექტი „შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში  საბაზო საფეხურზე“. შევეცადეთ მშობლებს შეექმნათ შეფასების რუბრიკები, მათ შექმნეს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, მშობლები აღნიშნავდნენ რომ მოსწავლეებს საკმაოდ ბევრი რამ მოეთხოვებოდათ და შესაბამისად ბევრიც ქონდათ გასაკეთებელი ვისაუბრეთ მშობლების როლზე  მოსწავლის აღზრდისა და სწავლის  საქმეში  განსაკუთრებით დიდი ყურადღება გავამახვილე მასწავლებლების, სკოლის და მშობლების   სააღმზრდელო სტრატეგიების თანხვედრის აუცილებლობაზე , ნდობის აუცილებლობაზე მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის. რასაც რეალურად ქმნის თანამშრომლობა და კონსენსუსი მასწავლებელსა და მშობელს შორის ზოგიერთ საკამათო საკითხებზე რაზეც  მშობლებსაც კარგად ქონდათ ეს გაცნობიერებული და დამეთანხმნენ კიდეც.


2   მომდევნო ინტერვენცია ითვალისწინებდა მშობლებისათვის შეფასების პრაქტიკაში ჩვენებას, ამისთვის  დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილები, რომლებსაც  დაესწრნენ   მშობლები,( სულ 8 გაკვეთილი).( სადაც ჩვეულებრივზე მეტი  დრო  დავუთმე  შეფასებას  )   4 გაკვეთილზე მე თავად ვაფასებდი და ვასაბუთებდი შეფასებას,  მომდევნო ოთხი გაკვეთილის განმავლობაში შეფასებას აკეთებდნენ დამოუკიდებლად მშობლები. მათთვის, მართალია  ძნელი აღმოჩნდა, შეფასება მაგრამ თავი მაინც გაართვეს  საინტერესო იყო ის, რომ მათი მოსაზრებები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ჩემსას  განმავითარებელი კომენტარიც კი  რიგ შემთხვევაში საკმაოდ ამომწურავად იქნა მათ მიერ გაკეთებული  .
3  კონკურსი „ჩვენ ვიცნობთ აკაკის“, (ლექსის გარჩევა, მხატვრული კითხვა, მცირე ესე ახლად შეთავაზებულ თემაზე,  ფაქტობრივი მასალის ცოდნაზე ორიენტირებულ შეკითხვებზე პასუხი)  სადაც მოხდა მოსწავლეთა  მუშაობის შეფასება   მშობლების მიერ. მშობლებმა აღნიშნეს რომ მათ დიდი  სიამოვნება მიიღეს   მოსწავლეებისაგან .  რაც მთავარია მათ მიერ დაწერილმა შეფასებებმა და კომენტარებმა ( თითოეულმა შეაფასა თავისი შვილი).

 4 განვახორციელე  პროექტი  ქართულ ენასა და ლიტერატურაში  „ისტორია, რომელიც ლექსებში ცოცხლობს“.  პროექტი უნდა მოემზადებინა თავად მოსწავლეებს,  ის ითვალისწინებდა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე დოკუმენტური ( ისტორიული ინფორმაციისა და შესაბამისი ლიტერატურული მასალის( ლექსების) მოძიებას  და ღონისძიების სახით მშობლების წინაშე წარმოდგენას.  თითოეული მოსწავლე მასში თავისი ისტორიითა და ლექსით იქნებოდა წარმოდგენილი, შეფასებისათვის მნიშვნელობა ჰქონდა  ლიტერატურული და მხატვრული მასალის შესაბამისობას,  მოსწავლის ოსტატობას დაესაბუთებინა ამ მოვლენის აქტუალობა,   ლექსის მხატვრულად წაკითხვის უნარს, მასალის მოძიებისა  და თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს .  მშობლებმა თვითონ შეადგინეს შეფასების რუბრიკა

  5 ესეების საკლასო   კითხვა  თემაზე „ ჩემი საყვარელი ლექსი „   ( ლექსის გარჩევა) შემფასებლები ასევე იქნებიან მშობლები ( ამჯერად განმავითარებელი კომენტარით).
6  შეხვედრა მშობლებთან, სადაც გვინდოდა ერთხელ კიდევ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის განხორციელებული  ღონისძიებების შედეგები. ინტერვენციების  შედეგების  წარმოდგენა  კოლეგებთან. პრეზენტაციის სახით

ინტერვენციების  შედეგები ქართულში
  1  პრეზენტაცია შეფასებასა და მაღალი სააზროვნო უნარების შესახებ ,რომელიც ჩავატარე მშობლებთან საკმაოდ ეფექტური იყო,  რაც აისახა მათ მიერ მომდევნო  ინტერვენციების ობიექტურ  და არგუმენტირებულ შეფასებაში. მოსწავლეებმაც საკმაოდ წინ წაიწიეს საკუთარი ცოდნისა და  უნარების თვითშეფასებაში. .მშობლებს ავუხსენი რომ   შეფასების სისტემის გაება და გააზრება მათთვის ამ პროექტში უმთავრესი მოვალეობა იყო ყურადღება გავამახვილე ასევე განმავითარებელი შეფასების საჭიროებაზე ვთხოვე მარტივი რუბრუკის შედგენაც. მშობლებმა გაიგეს რუბრიკების შედგენის პრინციპი, რაც აისახა  კიდეც მათ მცდელობაში . მშობლებისთვის მათთვის  აღმოჩნდა მოულოდნელობა ეს იყო შეფასების სირთულე და მრავალმხრივობა
2  გაკვეთილების შეფასებისას მშობლები აქტიურები და კვალიფიციურები და იმაზე მკაცრებიც კი აღმოჩნდნენ , ვიდრე მე თითონ მოველოდი. პირველ ოთხ გაკვეთილის შემდეგ მათ კითხვები დამისვეს ჩემ მიერ გაკეთებულ შეფასებაზე, რამაც  მათი ცოდნა დახვეწა .
 როდესაც ინტერვენციის სახით გადავწყვიტე პროექტის გაკეთება მცირე შიში მქონდა კიდეც რომ  ერთ კვირაზე გაწერილი აქტივობები მშობლებისთვის რთული შესაფასებელი იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ ვფიქრობდი, რომ ეს აქტივობა სრულად იძლეოდა მოსწავლეთა მრავალმხრივი  უნარების განვითარების და გამომჟღავნების საშუალებას, რაც    მოსწავლეებს მეტ   შემოქმედებით თავისუფლებას მისცემდა გაკვეთილზე ნაკლებად~ მოსაწყენი იქნებოდა მათთვის.  მშობლები აფასებდნენ  ჩართულობას, პრობლემის გადაწყვეტის უნარს, თანმშრომლობას,  მასალის ცოდნის და პრეზენტაციის უნარს.
   3     კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ აკაკი“- ის კომპლექსურ შეფასებას ითვალისწინებდა, ამიტომ ჩავთვალეთ რომ მარტო მშობლებისთვის რთული შესაფასებელი იქნებოდა,  პარალელურად ვაფასებდი მეც  . ,მაგრამ შეფასებათა    შედარებამ გვიჩვენა რომ ჩვენი შიში,  რომ მშობლებს თავის გართმევა გაუჭირდებოდათ , არ გამართლდა.  კონკურსის დადებითი მხარე ის  იყო, რომ ერთი მხრივ გაიღრმავეს ცოდნა აკაკის მშობლების, და-ძმების ,მისი ოჯახისა და  პოეზიის  შესახებ.. მეორე მხრივ პროქტის განხორციელებაში მათი მშობლები კომპანიონებად აქციეს
       4    მომდევნო  პროექტის თემა მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიეთ მე-7 კლასში მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მსოფლიო ისტორიას  სწავლობენ; არადა მშობლიური ისტორიისადმი ინტერესი ყოველ კლასში უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიო ისტორიისადმი. ამიტომ, როცა საპროექტო თემის ერთობლივ შერჩევაზე მიდგა საქმე,  მოსწავლეებმა თითქმის ერთსულოვნად განაცხადეს, რომ მათი პრობლემა ის არის რომ მე-9 კლასამდე საქართველოს ისტორიას არ ისწავლიან. ისტორიული პერიოდის შერჩევაც და მასთან დაკავშირებული  ლექსების ან პროზაული ნაწარმოებების წასაკითხი ნაწყვეტების შერჩევაც  თავად მოსწავლეებს მივანდე, შევთანხმდით  ვადებზე. ერთი კვირა მშობლები მათ ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ, ისევე როგორც მე. ბავშვები ჯერ ინდივიდუალურად მუშაობდნენ, შემდეგ ჯგუფებად გაერთიანდნენ , ბოლოსთვის კი ერთად მოამზადეს საჩვენებელი ღონისძიება .მშობლებმა საკმაოდ კარგად მოირგეს შემფასებლის მოვალეობა, როდესაც ისინი მსჯელობდნენ   პროექტის შეფასებაზე, მივხვდი რომ ჩვენ მცდელობას ამაოდ არ ჩაუვლია.  გარკვეულწილად ამ პროექტში , ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩართული აღმოჩნდნენ  თავად მშობლებიც. ისინი ეხმარებოდნენ თავიანთ  შვილებს, როგორც შეეძლოთ. რაც მთავარია მათ შეითავსეს სასკოლო პროექტის შემფასებლების ამპლუა და სასწავლო პროექტის შეფასების სქემას რომ გადახედეს, მიხვდნენ რომ პროექტის მსვლელობისთვისაც უნდა გაეწიათ გარკვეული მონიტორინგი;  ბოლოს კი მათ საკმაოდ კარგად შეაფასეს ისტორიული მასალის შესაბამისობა მხატვრულ ნაწარმოებთან, მეტყველების, ანალიზის უნარ-ჩვევები. გამოკვეთეს ნაკლოვანებები.
.მშობელთა მიერ პროექტის პროცესის მონიტორინგმა გამოკვეთა, როგორც დადებითი მხარეები პროექტის მსვლელობისა, ასევე ხარვეზები . პროექტის მსვლელობის პროცესში მოსწავლეები მშობელთა შენიშვნებს ითვალისწინებდნენ, საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ მშობლების რესურს  ( მათ შორის მატერიალურს)მშობელთა ჩართვამ პროექტს ბევრი რამ შესძინა. ისინი ეხმარებოდნენ  ბავშვებს საჭირო რესურსებით.; სწორედ მათი რჩევით,  დასკვნითი ღონისძიების გალამაზებისთვის ბავშვებმა ცეკვებიც  ჩართეს    მასში. მშობლებმა საკმაოდ  კვალიფიციურად შეაფასეს პროექტი. თითოეული ბავშვის უნარი და  შესაძლებლობები , რაც ჩემთვის მოულოდნელობა იყო.  ზოგიერთი მშობელი სხვა კუთხით წარმოჩინდა ასევე მოულოდნელი იყო ზოგიერთი მშობლისთვის საკუთარი შვილის ჩართულობის ხარისხი , მოტივაცია  და უნარიც კი. დავინახეთ რომ მოსწავლეების მოტივაცია ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილების და ღონისძიების მომზადებისას. მივხვდით რომ ამ თანამშრომლობის  გაღრმავება  აუცილებელი იყო.
 შემდეგ აქტივობაში ყველა მოსწავლემ წაიკითხა ესე ჩემი საყვარელი  ლექსი მშობლებმა მოსწავლეები განმავითარებელი კომენტარებით შეაფასეს .

ბოლო აქტივობა იყო პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია  ვფიქრობდი ისევ ანკეტირების გაკეთებას, თუმცა შედეგი სახეზე იყო და საჭიროდ აღარ ჩათვალე, ამიტომ მოვამზადე პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამაში , რომელშიც აისახა გაწეული მუშაობა და მშობლების სახელით ვთხოვე ერ- ერთ მშობელს მშობლების სახელით  გაეზიარებინა დამსწრეთათვის თავიანთი დამოკიდებულებები ამ პროქტის, მოსწავლეთა უნარების, მსგავსი თანამშრომლობის   შედეგიანობის შესახებ.
,იგივე გააკეთა მოსწავლემ მოსწავლეთა სახელით .  ყველაზე ღირებული ამ პროექტში იყო არა ის, რომ შეფასება გაიგეს უკეთ ჩვენმა მშობლებმა , არამედ ის, რომ შედგა  მეტად სასურველი და ეფექტური თანამშრომლობა , რომლის დროსაც მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია , სრულიად არ იყო არანაირი დაძაბულობა და ვალდებულებებით  გამოწვეული უკმაყოფილება.  ყველზე ფასეული იყო კომუნიკაცია და ურთიერთპატივისცემა .  მე პირადად გამიჩინა სურვილი ამ თანამშრომლობის გაგრძელების   და ყოველდღიურობად მისი ქცევის.

 ინტერვენციების შეფასება
 ინტერვენციები იყო სახალისო, ცოდნისა და უნარ ჩვევების დახვეწაზე ორიენტირებული.; მშობელთა მაღალი აქტიურობით   და მოსწავლეთა მხრიდან დიდი პასუხისმგებლობითა და მოტივაციით გამორჩეული. შექმნა კარგი საფუძველი  მშობელთა აქტიური ჩართვისა მოსწავლეთა სწავლის  პროცესში , კლასგარეშე ღონისძიებებში,   უფრო უკეთ დაანახა მშობელს სკოლა , შეფასება, მასწავლებლის როლის სირთულე და მშობელთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობა და  სიკეთე., მათივე შვილების წარმატებისათვის. გააუმჯობესა კომუნიკაცია მშობელსა და შვილს, მასწავლებელსა და მოსწავლეს,  მასწავლებელსა და მშობელს შორის. იმისათვის რომ არ ყოფილიყო  კონფრონტაცია, ჩვენ მოვერიდეთ ზედმეტ ოფიციალობას (  მაგ დიაგნოსტიკურ ტესტირებას), შევეცადეთ უფრო მსუბუქად დაგვენახვებინა მშობელთათვის მათი შვილების შესაძლებლობები  და  სუსტი  მხარეები, ,შეგვექმნა სწავლისათვის პოზიტიური გარემო და მოგვემზადებინა, მშობლები და მოსწავლე ურთიერთობის ახალ ფაზაში  გადასასვლელად


დასკვნა
  ჩემი კვლევის მიზანი მშობელთა აქტიურობის გაზრდა,  მასწავლებელს და მშობელს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება  და საბოლოო ჯამში  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება იყო.  მშობლების ჩართვა მოსწავლეთა სწავლისა და შეფასების პროცესში წარმატებით შევძელი,  ყველა მშობელი უკლებლივ ესწრებოდა ჩვენს  პრეზენტაციებსა და ინტერვენციებს, აქტიურად უწევდნენ მონიტორინგს  მოსწავლეთა მიერ  განხორციელებულ პროექტებს . მშობლების ცოდნა  შეფასებაზე, საგნის სწავლების მიზნებსა და მიმართულებებზე , მაღალ სააზროვნო უნარებზე  მნიშვნელოვნად გაიზარდა.  ასეთმა შედეგმა  მაფიქრებინა რომ საჭირო აღარ იყო კვლავ ანკეტირების ჩატარება . უფრო   წარმატებულად განხორციელდა ჩვენი კვლევის მიზნის მეორე ნაწილი მშობელთა ჩართვა სასწავლო პროცესში და მათი აქტიური მონაწილეობით  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. უკეთ რომ გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილება და სიხარული   ვიტყვი მხოლოდ ერთ რამეს ,  კვლევის დაწყებიდან მის დასკვნით პრეზენტაციამდე  ჩვენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ვიყავით ერთი გუნდი , შეკრული ერთი მიზნით.  სამწუხარო რეალობად კი ის მიმაჩნია, რომ ასეთ თანამშრომლობას აქვს არარეგულარული, არამედ იშვიათი ხასიათი . მსგავსი ურთიერთობის  ნორმად ქცევა მნიშვნელოვნად წასწევდა წინ სკოლას, მოსწავლეთა აღზრდის საქმეს  და აკადემიურ  მოსწრების ამაღლებას და საბოლოო ჯამში  ქვეყნის წარმატებას წაადგებოდა.

 ბიბლიოგრაფია

[1] Winnincot, D. W. (1992). The child, the family and the outside world. Cambridge. Perseus.
[2] Henderson, A.T., Mapp. K. L., Johnson, V.R., & D. Davies. (2007). Beyond the Bake Sale. The essential guide to family-school partnerships. New York, London. The New Press.
[3] Trikic, Z. (2017). Parental involvement – two sinking boats sending SOS (unpublished presentation).
[4] Desforges, C. & A. Abouchaar. (2003). The impact of parental involvement, parental support and family education on pupil achievement and adjustment: a review of literature.
5 Department of Children, Schools and Families. (2008). The impact of Parental Involvement on Children’s Education. https://www.ucy.ac.cy/nursery/documents/ThemaVdomadas/DCSF-Parental_Involvement_1.pdf
6 Trikic, Z. (2012) Building Opportunities in Early Childhood from the Start. A teacher’s guide to good practices in inclusive early childhood services. International Step by Step Association, Roma Education Fund.
7 Watkins, A. & S. Ebersold. (2016) Efficiency, effectiveness and equity within inclusive education systems. In Implementing Inclusive Education: Issues in Bridging the Policy-Practice Gap, pp.229-253.
 განვითარებისა და სწავლის  თეორიები  ავტორები ნათია ჯანაშია  ნათელა იმედაძე სოფიო გორგოძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებსი ეროვნული ცენტრი 2010წ
სასწავლო და პროფესიული გარემო ნინო ნიჟარაძე.ქესი მაკლეინი ტერეზა ბოლი ნინო გოგიჩაძე თეონა ლოდია . მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი2010 წ
სწავლება დაშფასება ავტორები რუსუდან ტყემალაძე ნანა დალაქიშვილი ქეთევან თოფაზე თათია პაჭკორია  თამარ ბიწაშვილი
1.2.3.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წ
ინტერნეტგაზეთი wwwmaswavlebeli,gi ანა  ჯანელიძე 2017წლის 13 ოქტომბერს